ლექციები და ტრენინგები
პრაქტიკული სემინარები წინანდალში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის
გრძელდება სემინარების სერია პროექტის "ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება" ფარგლებში. 20 და 21 ნოემბერს ჯგუფის წევრები ტრენინგებსა და დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად წინანდალში შეიკრიბნენ. ღონისძიებას დაესწრო ნიდერლანდების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქ-ბ მააიკე ვან კოლდამი, რომელიც ჩაერთო დინამიკურ კითხვა-პასუხის რეჟიმში ახალგაზრდებთან.
ღონისძიების ფარგლებში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში თემაზე - "პრეზენტაციის უნარ-ჩვევები", ისინი ასევე დაესწრნენ სემინარებს: გარემოსდაცვით პოლიტიკასა და მდგრადი განვითარების გეგმებთან, საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.