X

ლექციები და ტრენინგები

მარკ გროსმანის ლექცია

2022 / 02 / 17

2022 წლის 16 თებერვალს, რონდელის ფონდისა და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლობით "ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის" პროგრამის მონაწილეებისა და კურსდამთავრებულებისთვის გაიმართა კოჰენის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილის, მარკ გროსმანის ლექცია თემაზე - „რა არის ამერიკული დიპლომატიის სწორი სტრატეგია და სტრუქტურა“.

ლექციაზე შესავალი სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის კვლევების დირექტორი, როს ჰარისონი და აშშ-ის ელჩის მოადგილე რაიან ჰარისი.

„ეროვნული უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის“ სასწავლო პროგრამას რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.