X

ლექციები და ტრენინგები

დისკუსია წეროვანისა და ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებთან

2022 / 03 / 18

2022 წლის 17 მარტს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, წეროვანის მე-3 საჯარო სკოლაში, სადაც 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსწავლეები სწავლობენ, ჩატარდა ლექცია: "აშშ-ს როლი საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში", რომელსაც უძღვებოდა რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი - გიორგი ბადრიძე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ წეროვანისა და ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსი, ქეთრინ შვაიცერი.

პროექტი "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში" დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.