X

ლექციები და ტრენინგები

ვიქტორინების სერია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, ზარზმასა და დაბა ადიგენში

2022 / 05 / 11

2022 წლის 10-11 მაისს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, ზარზმასა და დაბა ადიგენში გაიმართა ლექცია-დისკუსიებისა და ვიქტორინების სერია.

სოფელ მოხესა და ზარზმის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ლექცია საქართველო-თურქეთისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ, რომელსაც უძღვებოდნენ რონდელის ფონდის მკვლევრები - ზურა ბატიაშვილი და ალექსი პეტრიაშვილი. 

ვიქტორინა კი ჩატარდა  დაბა ადიგენისა და სოფელ მოხეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, ჟურნალ "ჩემ სამყაროში" გამოქვეყნებული სტატიების საფუძველზე. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო ბანაკებსა და სხვადასხვა აქტივობებში.

პროექტი "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში" დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.