X

ლექციები და ტრენინგები

ლექცია-დისკუსია პანკისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

2022 / 05 / 09

2022 წლის 6 მაისს, პროექტის - „პანკისის ახალგაზრდული სკოლა“ - ფარგლებში გაიმართა ლექცია-დისკუსია. რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა ხეობის სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრა ევროკავშირის მთავარ ღირებულებებზე, პრინციპებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.

რონდელის ფონდის  პროექტი „პანკისის ახალგაზრდული სკოლა“ 2021 წლის  ოქტომბრიდან საქართველოში აშშ-ს საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს პანკისის ხეობის საჯარო სკოლების უფროსკლასელების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.