X

ლექციები და ტრენინგები

თემატური შეხვედრები მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა პროგრამის ფარგლებში

2022 / 04 / 17

მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა პროგრამის ფარგლებში გრძელდება თემატური შეხვედრები.

მონაწილეები შეხვდნენ ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს- ვივიან ლოონელას. მან საჯარო მოხელეებს ესტონეთისთვის ევროკავშირის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მონაწილეებმა ასევე მოინახულეს ციფრული ესტონეთის ბრიფინგ ცენტრი და გაეცნენ ესტონეთის გზას ციფრული განვითარებისკენ.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ ესტონეთის პარლამენტს, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკო მიხელსონმა ევროპის ამჟამინდელ, რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.