X

ლექციები და ტრენინგები

რონდელის ფონდის ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შეხვედრებისა და ლექციების სერია ჩატარდა.

2022 / 06 / 03
2022 წლის 1-2 ივნისს, რონდელის ფონდის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შეხვედრებისა და ლექციების სერია ჩატარდა.
 
ახალციხესა და დაბა ადიგენში გამართულ დისკუსიებში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რელიგიურმა ლიდერებმა მიიღეს. შეხვედრებზე განხილული იყო როგორც რეგიონში არსებული პრობლემები და გამოწვევები, ასევე, მათი გადაჭრის გზები და პერსპექტივები. შეხვედრებს რონდელის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ახალციხესა და სოფ. მოხეში სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ლექციები - „საქართველო ევრო-ინტეგრაციის პროცესში“ და „საქართველოს ევროპული გზა“, რომლებიც რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ალექს პეტრიაშვილმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე სულხან სალაძემ წაიკითხეს. ლექციები ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ - ფარგლებში გაიმართა.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.