X

ლექციები და ტრენინგები

სკოლის მოსწავლეების ვიზიტი დედაქალაქში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის, ჯოყოლოსა და ომალოს საჯარო სკოლებიდან

2022 / 06 / 21

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც 2022 წლის 16-18 ივნისს განხორციელდა რეგიონებიდან სკოლის მოსწავლეების ვიზიტი დედაქალაქში. ვიზიტში მონაწილეობას მიიღო 13-მა მოსწავლემ და მათმა მასწავლებლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის, ჯოყოლოსა და ომალოს საჯარო სკოლებიდან.

მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს, ეროვნულ მუზეუმს, კინოს, ექსპერიმენტორიუმს, ამერიკის საელჩოს, ძველ თბილისს, მარჯანიშვილის თეატრს, პანთეონს, პრეზიდენტის სასახლეს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.