X

ლექციები და ტრენინგები

ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება ფარგლებში პანკისში საჯარო დისკუსია გაიმართა

2022 / 06 / 22

 2022 წლის 21 ივნისს, პროექტის "ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება“ ფარგლებში პანკისში გაიმართა საჯარო დისკუსია. რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და პედაგოგებთან ერთად განიხილა რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა საქართველოზე. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ ნიდერლანდების ელჩის, ქალბატონი მააიკე ვან კოლდამისთვის და მასთან ერთად განეხილათ რეგიონში არსებული გამოწვევები და პერსპექტივები. ელჩი, მააიკე ვან კოლდამი ასევე შეხვდა ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადგილობრივ მეწარმეებს. 

პროექტი "ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება" ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.
 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.