X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო კურსი „მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები“

2022 / 09 / 28
2022 წლის 24-27 სექტემბერს ჩატარდა სასწავლო კურსი „მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები“.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირების და ლობირების, დეზინფორმაციასთან ბრძოლის, დეცენტრალიზაციის, საგარეო პოლიტიკისა და პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის შესახებ.
მონაწილეები შეხვდნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელს და ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ დეპუტატს.
რონდელის ფონდი პროგრამას ახორციელებს ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან პარტნიორობით (OSCE HCNM).
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.