X

ლექციები და ტრენინგები

„საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ - კურსდამთავრებულთა დაჯილდოებისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია

2022 / 11 / 07
2022 წლის 3 ნოემბერს რონდელის ფონდში სასწავლო პროგრამის - „საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ - კურსდამთავრებულთა დაჯილდოებისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია გაიმართა. კურსის დასრულება მონაწილეებს მიულოცეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა და შსს-ს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, რომელიც ამავე პროგრამის 2012-2013 წლის კურსდამთარებულია.
ექვსთვიანი პროგრამის განმავლობაში, ლექციების პარალელურად, თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა პოლიტიკის დოკუმენტზე. შერჩეული შვიდი ნაშრომი კრებულად გამოქვეყნდა.
 
პროგრამას -„საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ - რონდელის ფონდი 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საჯარო მოხელეების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. მონაწილეები იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პოლიტიკის დაგეგმვასა და ანალიზში, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებსა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში.
 
 
 
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.