X

ლექციები და ტრენინგები

„მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები“

2022 / 11 / 24

2022 წლის 19-22 ნოემბერს ჩატარდა სასწავლო კურსი „მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები“.

მოკლევადიანი სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირების და ლობირების, დეზინფორმაციასთან ბრძოლის, დეცენტრალიზაციის, საგარეო პოლიტიკისა და პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის შესახებ.

კურსის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს.

რონდელის ფონდი პროგრამას ახორციელებს ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან პარტნიორობით (OSCE HCNM).

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.