X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო ვიზიტი ტალინში, ესტონეთის დიპლომატიის სკოლაში (მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა პროგრამა)

2022 / 12 / 05

დასრულდა მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა პროგრამის მონაწილეების სასწავლო ვიზიტი ტალინში, ესტონეთის დიპლომატიის სკოლაში.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ეწვივნენ პარლამენტს, სადაც შეხვედრა გაიმართა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონთან.  საჯარო მოხელეები ასევე შეხვდნენ ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელს - იანე ოისპუსა და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ესტონეთში - გაბრიელა კოვანთს. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს ესტონეთის ციფრული ბრიფინგ-ცენტრი და გაეცნენ ესტონეთის გზას ციფრული განვითარებისკენ.

გარდა შეხვედრებისა, საჯარო მოხელეები ყოველდღიურად ესწრებოდნენ თემატურ ლექცია-დისკუსიებს, მათ შორის იყო კეიტ კასემეცისა და  რენე ვარკის ლექციები სადაც განიხილეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები  და  ისაუბრეს საერთაშორისო დანაშაულთან გამკლავების გზებზე, ასევე, დისკუსია გაიმართა ევროკავშირის  ენერგოუსაფრთხოებისა და ეროვნული კიბერუსაფრთხოების კანონმდებლობის შესახებ, რომელსაც უძღვებოდნენ ესტონეთის ბიზნესსკოლის რექტორი მელის კიცინგი და ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციების სამინისტროს კიბერუსაფრთხოების განყოფილების დირექტორი - რაულ რიკი, ხოლო ტაავი ტომმა მონაწილეებთან ერთად განიხილა საჯარო და ციფრული დიპლომატიის განვითარების გზები ესტონეთის მაგალითის საფუძველზე.

სასწავლო ვიზიტის დასასრულს მონაწილეებს ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორმა ეკე ნომმა და  ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა სერტიფიკატები გადასცეს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.