X

ლექციები და ტრენინგები

პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის მონწილეების გასვლით სემინარი ბაზალეთის ტბის კომპლექსში

2012 / 07 / 15

2012 წლის 14-15 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ორგანიზება გაუწია გასვლით სემინარს ბაზალეთის ტბის კომპლექსში.

სემინარი მიზნად ისახავდა ქალაქიდან გასვლით პროექტის მონაწილეთა შორის უშუალო ურთიერთობისა და სასარგებლო კავშირების დამყარების ხელშეწყობას, რასაც თან ახლდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ცოდნის გაღრმავება. სემინარს ესწრებოდა 13 სხვადასხვა პარტიის 19 წარმომადგენელი, მათ შორის - საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია. გასვლით სემინარზე ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ლექციები შემდეგ საკითხებზე: გარემოს დაცვის პოლიტიკა, ლექტორი - მანანა ქოჩლაძე, მწვანე ალტერნატივა, ეტიკეტი და ქცევის წესები დიპლომატიასა და საჯარო სამსახურში,  დავით დონდუა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები - ზურაბ აბაშიძე, ”საქართველოს ენციკლოპედიის”   მთავარი რედაქტორი.

მიუხედავად საკმაოდ დატვირთული სამუშაო განრიგისა და მხურვალე დისკუსიისა, თავისუფალი დრო დაეთმო არაოფიციალურ კომუნიკაციასა და იდეების ურთიერთგაცვლას.
პროექტს ”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა” ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS) საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (GFSIS) ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესების პროცესს, რისთვისაც შემუშავებულია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის ექვსთვიანი სასწავლო პროგრამა.  პროგრამის სასუალებით მონაწილეები სწავლობენ პოლიტიკის თეორიას, საერთაშორისო ურთიერთობებს, ეკონომიკას, განვითარებას, პოლიტიკის ანალიზს, კვლევის მეთოდებს და სხვა.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.