X

ლექციები და ტრენინგები

ალექსანდრე რონდელის ლექცია ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის

2012 / 11 / 30

2012 წლის 30 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ფონდის პრეზიდენტმა, დოქტორმა ალექსანდრე რონდელმა საქართველოს უნივერსიტეტების ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე "კავკასიის დღევანდელი უსაფრთხოების გარემო".

ლექცია მოიცავდა უსაფრთხოების საკითხებს და ალ. რონდელმა მიმოიხილა სხვადასხვა ქვეყნის ხედვა და ისეთი რეგიონული ძალების როლი, როგორებიცაა რუსეთი, თურქეთი და ირანი. ლექცია ასევე შეეხო საქართველოს ეროვნული უსაფრხოების პრიორიტეტებს. ალ. რონდელმა ლექციის შემდეგ მსმენელების მრავალრიცხოვან კითხვებს უპასუხა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.