ლექციები და ტრენინგები
პროგრამის "საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა" დასრულების ცერემონია
2013 წლის 7 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროგრამის “საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების დახვეწა” 2012-2013 წლის კურსის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება დიან იანსე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი დავით ჯალაღანია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ალუდა გოგლიჩიძე, რომელიც იმავდროულად წარსდგა როგორც ამ პროგრამის კურსდამთავრებული. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს ფონდის პრეზიდენტმა ბატონმა ალქსანდრე რონდელმა და მისმა აღმატებულებამ დიან იანსემ. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ პროგრამის სხვადასხვა ნაკადის მონაწილეები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და პრესის წარმომადგენლები. ღოისძიება დასრულდა ოფიციალური წვეულებით.