X

ლექციები და ტრენინგები

ლექცია თემაზე - „უკრაინა 2014: ბოჭკოვანი ოფტიკა და გეოპოლიტიკა“

2014 / 04 / 11

2014 წლის 10 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა ფონდის საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის დირექტორის, ელჩ დავიდ სმიტის ლექცია ­– „უკრაინა 2014: ბოჭკოვანი ოფტიკა და გეოპოლიტიკა“, რომელიც ეყრდნობოდა რიგ დაკვირვებებსა და კვლევებს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით. სმიტმა აღნიშნა, რომ მედიამ მოცემული კონფლიქტი მალევე შერაცხა როგორც „კიბერ ომი“ და საქართველოში 2008 წელს განხორციელებულ რუსულ აგრესიასთანაც მოუძებნა ანალოგია. მისი აზრით, უკრაინაში არსებული მდგომარეობა განსხვავდება 2008 წელს საქართველოში მომხდარი მოვლენებისგან. უკრაინის კრიზისი ეს არის რუსეთის საინფორმაციო ომი, რომელშიც ორივე დაპირპისპირებულ მხარეს მონაწილეობენ ჰაკერები და კრიმინალები. ორივე მხარის მიერ სოციალური მედიის პლატფორმა გამოიყენება ინფორმაციის გასავრცელებლად და კომპიუტერული უნარების მქონე ადამიანების მისაზიდად. ამ ყველაფრის შედეგი კი ორივე მიმართულებით მრავალჯერ განხორციელებული DdoS შეტევებია  – კიბერ შეტევები სამიზნე ობიექტისთვის ყველანაირ სისტემურ რესურსებთან წვდომის შესაფერხებლად. მოცემულ საკითხში კიდევ ერთი აღსანიშნავი ფენომენია მოვლენების განვითრებაში რეგიონის გარეთ მყოფი ჰაკერების ჩართვა, განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთის რეგიონიდან. 

კიბერ სფეროში სახელმწიფო ქმედებები გეოპოლიტიკურ მოთხოვნებს ემორჩილება. 2008 წლის საქართველო და 2014 წლის უკრაინა ამ მხრივ განსხვავდებიან. სმიტმა აღნიშნა, რომ ჰაკერების და რეგიონის გარეთ მყოფი პირების კონფლიქტში ჩართვა თანამედროვე კონფლიქტებისთვის სულ უფრო დამახასიათებელი ხდება.

 

© 2025 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.