ლექციები და ტრენინგები
სემინარები ტურიზმის განვითარების შესახებ მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობისთვის
15-19 აპრილს რონდელის ფონდისა და ესტონური არასამთავრობო ორგანიზაციის, იან ტონისონის ინსტიტუტის (Jaan Tonisson Institute) ორგანიზებით პანკისში, ახალქალაქსა და ხულოში ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაიმართა ერთდღიანი სემინარები ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით.
სემინარზე ესტონელმა და ქართველმა ექსპერტებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა წარმოება და ტურიზმი საქართველოში, სასოფლო ტურიზმი, სერივისის დიზაინი და მენეჯმენტი, პროექტები და დაფინანსების შესაძლებლობები (პარტნიორების მოძიება, პროექტის წერა, ა.შ.). სემინარების მიმდინარეობისას ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშოები და გაიმართა დისკუსია.
აღნიშნული სემინარები ხორციელდება პროექტის „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდიდან. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, კერძოდ, მაღალმთიან აჭარაში, ჯავახეთსა და პანკისის ხეობაში, ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ზრდის მხარდაჭერას რეგიონებს შორის სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების გზით.