X

შეხვედრები და დისკუსიები

აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი

აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი

2009 წლის 16 თებერვალს საქართვლოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ესტუმრნენ ჰაიფას უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრი და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის მიწვეული ლექტორი, დოქტორი ბრენდა შაფერი და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის დეკანის თანაშემწე, თალეჰ ზიადოვი, რომელთაც გამართეს შეხვედრა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან. მათ ისაუბრეს აზერბაიჯანის…

ვრცლად
სემინარი - „მაკინდერი და ჰართლედი: რუსეთ-საქართველოს ომის გეოპოლიტიკა“

სემინარი - „მაკინდერი და ჰართლედი: რუსეთ-საქართველოს ომის გეოპოლიტიკა“

2009 წლის 29 იანვარს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა სემინარი „მაკინდერი და ჰართლენდი: რუსეთ-საქართველოს ომის გეოპოლიტიკა“. ლექცია ჩაატარა საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორმა, ელჩმა დავიდ ჯ. სმიტმა. კომენტატორები იყვნენ ფონდის პრეზიდენტი, პროფესორი ალექსანდრე…

ვრცლად
ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტთა დელეგაციის ვიზიტი

ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტთა დელეგაციის ვიზიტი

2009 წლის 29 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრს ეწვია ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა დელეგაცია. ფონდის პრეზიდენტმა, ალექსანდრე რონდელმა ისაუბრა ფონდის დაარსების ისტორიაზე, წარმატებით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.

ვრცლად
თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის დელეგაციის ვიზიტი

თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის დელეგაციის ვიზიტი

2008 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრში გაიმართა თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის დელეგაციის ბრიფინგი. ღონისძიების მიზანი იყო დელეგაციისთვის საქართველოსა და მის სამეზობლოში უახლესი ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ბრიფინგი მიზნად ისახავდა:

ვრცლად
გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი

გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი

2008 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრს ესტუმრა გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის საბჭოს თავმჯდომარე, სტეფან გრიგორიანი. გრიგორიანი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე და მათ შესაძლო გავლენაზე სამხრეთ კავკასიაზე. მან დამსწრე საზოგადოებას…

ვრცლად
ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი

ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი

2008 წლის 16 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ეწვია ნატო-ს გენერალური მდივანი, იაპ დე ჰოოპ სხეფერი. გენერალური მდივანი შეხვდა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას.

ვრცლად
ელჩების ვიზიტი

ელჩების ვიზიტი

2008 წლის 16 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდმა უმასპინძლა ევროპელი, ამერიკელი და კანადელი ელჩების შეხვედრას საქართველოს 35 არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტის შესახებ, ისევე როგორც საქართველოსთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვრცლად
კახა ლომაიას შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლებთან

კახა ლომაიას შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლებთან

2008 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, კახა ლომაიას შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი

2008 წლის 18 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ნატო-ს პოლიტიკის საკითხებში, დანიელ პ. ფატა.

ვრცლად
სახალხო დიპლომატიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი

სახალხო დიპლომატიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი

2008 წლის 9 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ესტუმრა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თაშემწის მოადგილე, ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი კოლინ გრაფი. გრაფიმ ისაუბრა სახალხო დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის კეთების ურთიერთმიმართებაზე.

ვრცლად
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის ვიზიტი

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის ვიზიტი

2008 წლის 31 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ეწვია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეფრი გედმინი. გედმინმა ისაუბრა თავისუფალი პრესის როლზე სტაბილური დემოკრატიის განვითარებაში და ზოგადად პრესის როლზე საქართველოში. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ზოგიერთი გამოწვევისა, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პრესის თავისუფლების…

ვრცლად
სამუშაო სესია საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის შესახებ

სამუშაო სესია საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის შესახებ

2008 წლის 5 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის აბრეშუმის გზის კვლევის პროგრამასთან თანამშრომლობით, გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერებისადმი მიძღვნილი სამუშაო სესია.

ვრცლად
დისკუსია - „ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო შიდაპარტიული არჩევნები“

დისკუსია - „ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო შიდაპარტიული არჩევნები“

2008 წლის 8 თებერვალს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა დისკუსია „ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო შიდაპარტიული არჩევნები“. საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორმა, დევიდ სმიტმა ისაუბრა შიდაპარტიული პროცესის შესახებ; ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს ატაშემ იმსჯელა ამერიკის შეერთებულ შტატებში პარტიული ნომინირების ისტორიაზე;…

ვრცლად
ფინეთის დელეგაციის ვიზიტი

ფინეთის დელეგაციის ვიზიტი

2008 წლის 23 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ესტუმრა ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, ელჩი პერტი სალოლაინენი. დელეგაცია შეხვდა ფონდის პრეზიდენტს, ალექსანდრე რონდელს და იმსჯელეს საქართველოს აწმყოსა და მომავალზე.

ვრცლად
 პრემიერ მინისტრის შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან

პრემიერ მინისტრის შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან

2007 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უპასპინძლა პრემიერ მინისტრ ვლადიმერ გურგენიძის შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან. პრემიერ მინისტრმა წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიდგომა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მიმართ და იმსჯელა მათი მოგვარების შესაძლო გზებზე. შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა აუდიტორიასთან…

ვრცლად
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

2007 წლის 27 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ესტუმრა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან კუბიში. კუბიში ევროკავშირის მინისტრების საბჭოს თავმჯდომარეა 2006 წლის ივლისიდან. წარსულში მას ეკავა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობა.

ვრცლად
შეხვედრა ასოციაცია „რეალობა და საერთაშორისო ურთიერთობების“ წევრებთან

შეხვედრა ასოციაცია „რეალობა და საერთაშორისო ურთიერთობების“ წევრებთან

 

ვრცლად
შეხვედრა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ თანაშემწესთან

შეხვედრა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ თანაშემწესთან

2007 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა შეხვედრა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ თანაშემწე ლორი ალმანთან. ალმანმა ისაუბრა ესტონეთზე ბოლო დროს განხორციელებულ კიბერ თავდასხმებზე. ეს იყო პირველი კოორდინირებული იერიში სახელმწიფოს სამთავრობო და ელექტრონულ ინფრასტურუქტურაზე. ესტონეთის მეგობრებისთვის ეს შემთხვევა განსაკუთრებით…

ვრცლად
ეროვნულ ექსტპერტთა საბჭოს შეხვედრა

ეროვნულ ექსტპერტთა საბჭოს შეხვედრა

2007 წლის 22 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო უერთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ეროვნულ ექსპერტთა საბჭოს მეორე სხდომას, რომელიც გაიმართა მრგვალი მაგიდა „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში - კონფლიქტების გადაწყვეტისადმი რეგიონული მიდგომის“ ფარგლებში.

ვრცლად
მრგვალი მაგიდა - „ქართულ-ირანული ურთიერთობები: ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული საკითხები“

მრგვალი მაგიდა - „ქართულ-ირანული ურთიერთობები: ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული საკითხები“

2007 წლის 19-21 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა მრგვალ მაგიდას - „ქართულ-ირანული ურთიერთობები: ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული საკითხები“.

ვრცლად
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.