შეხვედრები და დისკუსიები
ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, ქალბატონ მაიკე ვან კოლდამთან ერთად
2022 / 05 / 31
30 მაისს რონდელის ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოში ნიდერლანდების ელჩისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაცნობითი ვიზიტი დაგეგმეს. ვიზიტის ფარგლებში, ელჩ მააიკე ვან კოლდამთან ერთად ნინოწმინდაში ვესტუმრეთ სათემო რადიო "ნორ"-ს, ხოლო ახალქალაქში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მედია "JNews"-ის ჟურნალისტებთან ერთად ჩავატარეთ დისკუსია რეგიონში აქტუალურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.ასევე ვეწვიეთ სოფელ ფოკასა და დუხობორების მუზეუმს სოფელ გორელოვკაში.
ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით რონდელის ფონდი ახორციელებს პროექტს "ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება".