X

შეხვედრები და დისკუსიები

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მეცხრე შეხვედრა გაიმართა

2022 / 07 / 05

2022 წლის 28 ივნისს 11:00 საათზე, რონდელის ფონდში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის  რიგით მეცხრე შეხვედრა გაიმართა.

პლატფრომა დაარსებულია საქართველოსა და ევროკავშიორს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412 მუხლის თანახმად. მისი მიზანია შეთანხმების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი დონის ინსტიტუებისთვის, მთავრობებისთვის, პარლამენტებისთვის. 

პლატფორმის მესამე შეხვედრა გახსნეს პლატფრომის თანათავმჯდომარეებმა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა და დოვილე ჯუოდკაიტემ, ლიეტუვას შშპ ორგანიზაციების ფორუმის თავმჯდომარემ, ევროპის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრმა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ ისუბრეს:

  • ბ-ნმა ირაკლი ყურაშვილმა, ევროინტეგრაციის სფეროში გენერალური დირექტორი, საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

  • ბ-ნმა კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩი

  • ქ-ნი დიანა იაბლონსკამ, საქართველოსთან და მოლდოვასთან ურთიერთობების განყოფილების გამგე, ევროკომისია

სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ: ბ-ნი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ბ-ნი ვახტანგ ჭარაია, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი დავით ბუჯიაშვილი, ევროკავშირის დახმარების პროგრამების და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დდირექტორი, ბ-ნი ქრისტიან პირვილესკუ, ევროპის სოციალური და ეკონომიკური კომიტეტის ადამიანის უფლებების ჯგუფის თავმჯდომარე, მიხაილო დრაპაკი, უკრაინის პრიზმა, უჩა ნანუაშვილი, უფლებადმცველი, ყოფილი ომბუსმენი.     

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული პლატფრომის წევრები არიან, განიხილეს ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განცხადის შემდგომი ნაბიჯები და შედეგები, მოისმენენ ანგარიშები ისეთ თემებზ3ე, როგორიცაა საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მსვლელობა, უკრაინაში და საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხები, უკრაინაში მიმდინარე ომის ეკონომიკური და სოციალური გავლენა საქათველოზე. 

შეხვედრაზე მიიღეს ერთობლივი განცხადება.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.