X

შეხვედრები და დისკუსიები

ღონისძიება საქართველო-უკრაინა: 30 წელი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან

2022 / 07 / 26
2022 წლის 21 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება საქართველო-უკრაინა: 30 წელი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაღალი რანგის დიპლომატებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა. ღონისძიება სამ ნაწილად ჩატარდა და უძღვებოდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი და მკვლევრები.
ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს და შეაფასეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, საერთო ღირებულები, ინტერესები და მიზნები, ილაპარაკეს ამ ორი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და ამ სფეროში პოლიტიკის წარმართვის სამოქმედო გეგმაზე.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.