X

შეხვედრები და დისკუსიები

ლექცია თემაზე "შეჯიბრი გავლენისთვის: რუსეთი, ჩინეთი და აშშ"

2022 / 11 / 17

16 ნოემბერს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა ლექცია თემაზე "შეჯიბრი გავლენისთვის: რუსეთი, ჩინეთი და აშშ", რომელსაც უძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო დიპლომატიის საკონსულტაციო კომისიის აღმასრულებელი დირექტორი, ვივიან ვოქერი. 
ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი გიორგი ბადრიძე მოდერირებდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.