X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია: ორი წელი ყარაბაღის ომიდან: მშვიდობის ძიება.

2022 / 12 / 20

20 დეკემბერს, რონდელის ფონდმა უმასპინძლა დისკუსიას "2 წელი ყარაბაღის ომის შემდეგ: მშვიდობის ძიებაში" სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი ექსპერტების მონაწილეობით. 

შეხვედრის დროს მომხსნებელებმა განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების სტატუსი; სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება; სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რეგიონული და ეკონომიკური დიალოგის "ერთიანი პლატფორმის" შექმნის შესაძლებლობა; უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, და სხვა.

დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს, რომლებიც სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თუქეთიდან შემოგვიერთდნენ და ასევე, მოწვეულ სტუმრებს საინტერესო თვალსაზრისის გაზიარებისთვის. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.