X

შეხვედრები და დისკუსიები

„ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა უკეთესი მომავლისათვის“

2022 / 12 / 26

2022 წლის 23 დეკემბერს რონდელის ფონდმა „მონაწილეობითი პოლიტიკისა და ეროვნული უმცირესობების“ პროექტის ფარგლებში უმასპინძლა მრგვალ მაგიდას „ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა უკეთესი მომავლისათვის“.

მრგვალ მაგიდაში მონაწიეობდნენ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მკვლევრები, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები, ასევე, პოლიტიკური პარტიების წევრები.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის – სახელად „ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლა“ – პრეზენტაცია.
 „მონაწილეობითი პოლიტიკისა და ეროვნული უმცირესობების“ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის გაზრდას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის თემაზე დისკუსიას, მონაწილეთა ცოდნის ამაღლებას და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერას.
პროექტს რონდელის ფონდი ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან პარტნიორობით (OSCE HCNM) ახორციელებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.