X

შეხვედრები და დისკუსიები

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ერთი წლის შემდეგ: მშვიდობის ფორმულა

2023 / 02 / 27
2023 წლის 24 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი), საქართველოში უკრაინის საელჩოსთან პარტნიორობით და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, გამართა დისკუსია თემაზე – „რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ერთი წლის შემდეგ: მშვიდობის ფორმულა“. ღონისძიება გახსნეს და მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე და საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი.
დისკუსიაში მონაწილე საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა შეაფასეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი, აგრესიული ომის ერთწლიან შედეგები, მის რეგიონული და გლობალური გავლენები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი პანელური დისკუსიების დროს მაღალი რანგის დიპლომატებმა და ექსპერტებმა იმსჯელეს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარების შესაძლებლობებზე, დასავლეთის მხრიდან უკრაინის მეტ დახმარებაზე, საერთაშორისო საზოგადოების მოქმედებებზე რუსეთის მიერ გაეროს ქარტიის უხეში დარღვევის შესაჩერებლად და სხვა. დისკუსიას ეკა მეტრეველი, რონდელის ფონდის პრეზიდენტი და შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი გაუძღვნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ასევე დაემთხვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტს და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ათპუნქტიანი მშვიდობის ფორმულის გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრას. პრეზიდენტი ზელენსკის მშვიდობის ფორმულის მიზანია, ერთი მხრივ, ომის დასრულების პერსპექტივების დასახვა, უკრაინაში მშვიდობის, სამართლიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, მეორე მხრივ, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვა და უზრუნველყოფა.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღეს:
• კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში
• პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
• მარიუშ მაშკიევიჩი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
• ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვის რესუბლიკის ელჩი საქართველოში
• ულრიკ ტიდესტრომი, შვედეთის ელჩი, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი
• თინა გოლეთიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი ტარას კუზიო, კიევის ეროვნული უნივერსიტეტის - „მოჰილა აკადემიის“ პროფესორი (ონლაინ)
• ნატალი ვოგელი, უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრის უფროსი მკვლევარი, პრაღა (ონლაინ)
• იაკუბ კუმოჩი, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ვარშავა
• ადამ რეიხარტი, ახალი აღმოსავლეთ ევროპის მთავარი რედაქტორი, Talk Eastern Europe პოდკასტის თანაწამყვანი, კრაკოვი (ონლაინ)
• რობერტ ფშჩელი, ნატოს შტაბ-ბინის სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მრჩეველი რუსეთისა და დასავლეთ ბალკანეთის საკითხებში
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.