შეხვედრები და დისკუსიები
იაპონიის უსაფრთხოებისა და დიპლომატიის უახლესი განვითარება
2023 / 02 / 28
28 თებერვალს რონდელის ფონდში გაიმართა ქართული საექპერტო და ანალიტიკური წრეების შეხვედრა იაპონიის პრემიერ მინისტრის ყოფილ მრჩეველთან საგარეო უსაფრთხოების საკითხებში ბატონ შინიხიდ კიტაიოკასთან, რომელიც 2015-2022 წლებში ასევე ხელმძღვანელობდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მისი პრეზიდენტის სახით. ბ-ნმა კიტაკამ ვრცლად ისაუბრა იაპონიის თანამედროვე საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და მისი ჩამოყალიბების ეტაპებსა და მნიშვნელოვან ასპექტებზე. თავის გამოსვლაში ბ-ნი კიტაოკა ასევე შეეხო გლობალური პოლიტიკის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინაში, ჩინეთის გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, ტაივანის დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების საკითხი, მთლიანობაში იაპონიის საგარეო პოლიტიკა ინდო-წყნარი ზღვის ოკეანის ფართო რეგიონში, ურთიერთობები ევროპასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის დღის წესრიგი.
შეხვედრაზე დამსწრეთ სიტყვით მიმართა რონდელის ფონის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა და იაპონიის ელჩმა საქართველოში აკირა იამამურამ.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას.