შეხვედრები და დისკუსიები
დისკუსია „როგორ უზრუნველვყოთ საგარეო საფრთხეების მიმართ საქართველოს გამძლეობა: თავდაცვა და კიბერუსაფრთხოება“
2017 წლის 3 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ორგანიზებით გაიმართა დისკუსია „როგორ უზრუნველვყოთ საგარეო საფრთხეების მიმართ საქართველოს გამძლეობა: თავდაცვა და კიბერუსაფრთხოება“, რომელსაც გაუძღვა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.
ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ ესტონეთის თავდაცვის ძალების შტაბის ოფიცერი, კაპიტანი ჰარი ლაჰტეინი, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორი ეკე ნომი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე დავით ჭილაშვილი.
კაპიტანმა ჰარი ლაჰტეინმა განიხილა 21-ე საუკუნეში ესტონეთის თავდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, თუ როგორ შეიქმნა ესტონეთის თავდაცვის ძალები, მიმოიხილა მისი ისტორია, განვითარების ეტაპები და ფუნქციონირება, ასევე იმსჯელა, თუ როგორ გეგმავს ესტონეთი ჰიბრიდულ საფრთხეებთან, განსაკუთრებით - კიბერსაფრთხეებთან, გამკლავებას. დავით ჭელიშვილმა თავის მოხსენებაში ყურადრება ძირითადად ამ მიმართულებით საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებზე გაამახვილა.
დისკუსია ასევე შეეხო საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების სფეროში, კერძოდ, ესტონეთის მთავრობასთან.
დისკუსიას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორის, მედიისა წარმომადგენლები, სტუდენტები. დაისვა საინტერესო შეკითხვები და მომხსენებლებსა და აუდოტორიას შორის გაიმართა დისკუსია.
იხილეთ დისკუსიის ამსახველი ვიდეო.