შეხვედრები და დისკუსიები
საჯარო დისკუსია "კიბერთავდასხმა დემოკრატიის წინააღმდეგ: რუსეთის ჩარევა დასავლეთის არჩევნებში"
2018 / 03 / 19
2018 წლის 19 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საჯარო დისკუსია "კიბერთავდასხმა დემოკრატიის წინააღმდეგ: რუსეთის ჩარევა დასავლეთის არჩევნებში", რომელსაც უძღვებოდა რონდელის ფონდის მკვლევარი და უტიკა კოლეჯის პროფესორი დევიდ სმიტი.
დისკუსიის მომხსენებელი წარადგინა რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი ბადრიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.