X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 3 თებერვალი

2020 / 02 / 03

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • რუსეთისა და ასადის რეჟიმის მიერ ოპოზიციის ძალებზე მიტანილი შეტევის შეჩერების მიზნით (რასაც უკვე მოყვა ათიათასობით ახალი ლტოლვილის დაძვრა თურქეთის მიმართულებით) ანკარამ დიდი სამხედრო კოლონა (მათ შორის ტანკებიც) გაგზავნა სირიის იდლიბის პროვინციაში, რომლებმაც დაიკავეს სტრატეგიული პოზიციები;
  • დამატებითი ძალების შეყვანას მალევე მოყვა ორმხრივი ბრძოლების დაწყება თურქეთისა და სირიის შეიარაღებულ ძალებს შორის, რასაც არაერთი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა ორივე მხრიდან (თურქული მხრიდან დაიღუპა 6 სამხედრო მსამსახურე);
  • რუსეთის სამხედრო ავიაცია განაგრძობდა იდლიბის პროვინციის დაბომბვას, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში;
  • იდლიბის ინციდენტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი კიევში ჩაფრინდა და განაცხადა, რომ ანკარა დაეხმარება უკრაინის არმიას (მათ შორის გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას);
  • საინტერესოა, რომ თუ ადრე თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ერიდებოდა მოსკოვის გაღიზიანებას, ახლა მან პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი სირიის თაობაზე ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულებების დარღვევაში;
  • ინციდენტის შემდეგ შეჩერდა რუსულ-თურქული ერთობლივი პატრულირება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც მოქმედებდა 2019 წლის ნოემბრიდან;
  • ჯერჯერობით გაურკვეველია იდლიბის პროვინციაში არსებული 3 თურქული სადამკვირვებლო პუნქტის (რეალურად კი სამხედრო ბაზის) ბედი, რომლებიც შეტევის შედეგად სირიის არმიის ალყაში მოექცნენ და მოწყვეტილი არიან გარესამყაროს;

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.