X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 6 თებერვალი

2020 / 02 / 06

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • ასადის რეჟიმმა დაიწყო ქ. სარაქიბის დაკავება, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. გარდა იმისა, რომ აქ ერთდება ალეპო-ლატაკიისა და ალეპო-დამასკოს დამაკავშირებელი გზები, ეს დასახლებული პუნქტი არის ბოლო დამაბრკოლებელი წერტილი ქ. იდლიბის გზაზე, რისი აღებაც ასადის რეჟიმის საბოლოო მიზანს წარმოადგენს;
  • ასადის რეჟიმის ძალებმა ალყაში მოაქციეს დამატებით 4 თურქული სადამკვირვებლო პუნქტი (სამხედრო ნაწილი) ქ. სარაქიბის გარშემო, რის შემდეგაც ორივე მხარემ გახსნა ცეცხლი;
  • ასადის რეჟიმის ძალები 4 კმ-ზე მიუახლოვდნენ ქ. იდლიბს. რუსულმა ავიაციამ კი დაბომბა ოპოზიციის ნაწილები ქალაქის მისადგომებთან;
  • ასადის რეჟიმმა რუსეთის საჰაერო მხარდაჭერით შეძლო დამატებითი ტერიტორიების დაკავება ქ. ალეპოს სიახლოვესაც;
  • რუსეთმა ოფიციალურად აღიარა საკუთარი სამხედროების გარდაცვალების ფაქტი სირიის იდლიბის პროვინციაში მიმდინარე შეტაკებების დროს. რუსი ოფიცრები აქტიურად მონაწილეობენ ასადის რეჟიმის ძალების შეტევის დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში;
  • თურქეთი განაგრძობდა დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლას იდლიბის პროვინციაში პოზიციების გასამაგრებლად. მათ ქ. იდლიბის აღმოსავლეთით კიდევ ერთი დამატებითი სადამკვირვებლო პუნქტი დააარსეს;
  • ისრაელის ავიაციამ დაბომბა ქ. დამასკოს სიახლოვეს განთავსებული ირანის სამხედრო ნაწილები. შედეგად მოკლულია 12 პროირანელი მებრძოლი;
  • აშშ-მა კიდევ 2 ოპერატიული სამხედრო ბაზა დააარსა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში. ამგვარად, ამერიკული ბაზების რაოდენობა აქ 11-მდე გაიზარდა.

 

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.