X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 7 თებერვალი

2020 / 02 / 07

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ 8 თებერვალს ანკარაში ელიან რუსულ დელეგაციას, სადაც მხარეები ისაუბრებენ იდლიბის პროვინციაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე;
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსი და თურქი სამხედროები ცდილობენ იდლიბში ადგილზე მოაგვარონ სიტუაცია;
  • პარალელურად, თურქეთი განაგრძობდა დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის (მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალების) გადასროლას იდლიბის პროვინციაში;
  • იდლიბის პროვინციაში შესულმა თურქეთის დამატებითმა სამხედრო ნაწილებმა დააარსეს ახალი ბლოკ-პოსტი ქ. იდლიბის აღმოსავლეთით, საიდანაც მოსალოდნელია ასადის რეჟიმისა და მისი მოკავშირეების შეტევა;
  • ბრძოლები გრძელდებოდა იდლიბის პროვინციის სხვადასხვა ნაწილებში ოპოზიციასა და ასადის რეჟიმის ძალებს შორის. ოპოზიცია რამდენიმე ადგილზე კონტრშეტევაზე გადავიდა. თუმცა, შემდგომში მათ ისევ მოუწიათ უკან დახევა;
  • რუსული ავიაცია განაგრძობდა ოპოზიციის ნაწილების დაბომბვას პროვინციის სხვადასხვა რაიონებში;
  • სამოქალაქო თვითმფრინავი 172 მგზავრით იძულებული გახდა სასწრაფო წესით დამჯდარიყო ხმეიმიმის რუსულ საჰაერო ბაზაზე მას შემდეგ, რაც იგი კინაღამ არ ჩამოაგდო სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის ნაცვლად;

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.