X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 9 თებერვალი

2020 / 02 / 09

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • ანკარაში უშედეგოდ დასრულდა რუსეთისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა, სადაც განიხილეს იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება მომავალ კვირას;
  • თურქეთი განაგრძობდა დამატებითი სამხედრო ტექნიკისა (ტანკები, საარტილერიო დანადგარები და ჯავშანმანქანები) და ცოცხალი ძალის გადასროლას იდლიბის მიმართულებით. მათ დააარსეს რამდენიმე ახალი ბლოკ-პოსტი ქ. იდლიბის მისადგომებთან;
  • რუსული სამხედრო ავიაცია განაგრძობდა ოპოზიციისა და ჯაჰადისტების ნაწილების დაბომბვას;
  • ასადის რეჟიმი განაგრძობდა დამასკო-ალეპოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და მის გასწვრივ მდებარე დასახლებული პუნქტების დაკავებას;
  • ასადის რეჟიმის სახმელეთო შეტევის შემდეგ კიდევ ერთი თურქული სადამკვირვებლო მისია აღმოჩნდა ალყაში მოქცეული;
  • თურქული სამხედრო თვითმფრინავები ინტენსიურად დაფრინავდნენ თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ თურქეთის საჰაერო სივრცეში. თუმცა, ისინი არ გადასულან სირიის საჰაერო სივრცეში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.