X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 10 თებერვალი

2020 / 02 / 10

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • ანკარაში გაიმართა რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებები იდლიბის პროვინციაში სიტუაციის დეესკალაციის მიზნით;
  • მოლაპარაკებების მიმდინარეობისას შეაჩერეს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური ძალების კონტრშეტევა;
  • თუმცა, შეტევა არ შეუწყვეტია ასადის მხარეს. მათ იდლიბის პროვინციის ტაფტანაზის საჰაერო ბაზა განთავსებულ თურქეთის სამხედრო ბაზაზე განახორციელეს თავდასხმა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 5 და დაიჭრა 5 თურქი სამხედრო მოსამსახურე;
  • დაბომბვის შედეგად დაჭრილი თურქი სამხედროები ხმელეთით გადაიყვანეს თურქეთ-სირიის საზღვრამდე, იქიდან კი ვერტმფრენებით - თურქეთის საავადმყოფოებში. რუსეთმა დაჭრილი თურქი სამხედროების ევაკუაციის მიზნითაც კი არ გახსნა სირიის საჰაერო სივრცე;
  • თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ანკარის პასუხი მომხდარზე ძალზედ მკაცრი იქნება;
  • ამ მომენტისთვის იდლიბის რეგიონში იმყოფება 10 000-ზე მეტი თურქი სამხედრო მოსამსახურე და 1 500-მდე სამხედრო მანქანა (მათ შორის დაახლოებით 500 ტანკი);
  • ასადის რეჟიმმა დაიკავა რამდენიმე დასახლებული პუნქტი ქ. იდლიბის ჩრდილო-აღმოსავლეთით;
  • გაეროს მონაცემებით, სირიაში კონფლიქტის ბოლო ესკალაციის შედეგად 700 000 იქცა ადგილნაცვალ პირად;

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.