X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 11 თებერვალი

2020 / 02 / 11

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქ. იდლიბის თავზე ჩამოაგდეს ასადის რეჟიმის კუთვნილი მი-17 ტიპის ვერტმფრენი. ორივე სირიელი პილოტი ადგილზევე დაიღუპა;
  • საპასუხოდ, რუსულმა სამხედრო ავიაციამ დაბომბა ქ. იდლიბის ცენტრალური ნაწილი, რის შედეგადაც დაიღუპა 13 და დაშავდა 33 მშვიდობიანი მოქალაქე;
  • ასადის რეჟიმის ძალებმა სრულად დაიკავეს დამასკო-ალეპოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
  • ოპოზიციის ძალებმა თურქეთის არმიის საარტილერიო მხარდაჭერის შედეგად შეძლეს კონტრშეტევის განხორციელება ქ. იდლიბის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც მათ დაიკავეს ადრე დაკარგული სოფ. ნაირაბი. მოგვიანებით ასადის რეჟიმმა დაიწყო სახმელეთო შეტევა აღნიშნული სოფლის დაბრუნების მიზნით;
  • მოსალოდნელია, რომ შედგება პუტინ-ერდოღანის სატელეფონო საუბარი, სადაც მხარეები ისაუბრებენ იდლიბის საკითხზე;
  • თურქეთი განაგრძობდა დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლას იდლიბის პროვინციაში. ვარაუდობენ, რომ ამ მომენტისთვის დაახლოებით 12 000 თურქი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება იდლიბის პროვინციაში.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.