X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 12 თებერვალი

2020 / 02 / 12

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • გაიმართა სატელეფონო საუბარი რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის. მხარეებმა რაიმე სახის კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს;
  • ანკარაში სასწრაფო წესით ჩაფრინდა აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიის საქმეებში ჯეიმს ჯეფრი. მან კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს მხარდაჭერა თურქეთის მიმართ სირიაში წარმოებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით;
  • თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქ სამხედროებზე შეტევის მიტანის შემთხვევაში მკაცრი სამხედრო პასუხი გაეცემა ასადის რეჟიმის ძალებს. მისივე შეფასებით, მოწინააღმდეგის ავიაცია თავისუფლად ვეღარ იფრენს იდლიბის თავზე;
  • ასადის რეჟიმის განცხადებით, თურქი სამხედროების ყოფნა სირიის ტერიტორიაზე უკანონოა და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს;
  • იდლიბის პროვინციაში შესულმა თურქულმა სამხედრო ნაწილებმა რამდენიმე ადგილას ახალი ბლოკ-პოსტები დააარსეს;
  • რუსული სამხედრო ავიაცია აგრძელებდა იდლიბის პროვინციაში გამაგრებული ოპოზიციის ძალების დაბომბვებს;
  • ასადის რეჟიმის ძალები განაგრძობდნენ წინსვლას. მათ ქ. ალეპოსა და ქ. იდლიბს შორის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს;
  • ჩრდილოეთ სირიის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა შეიარაღებული კონფლიქტი ამერიკელ და სირიელ სამხედროებს შორის. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 1 სირიელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ამერიკული სამხედრო მანქანიდან აშშ-ს დროშის ჩამოხსნას ცდილობდნენ. 
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.