X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 14 თებერვალი

2020 / 02 / 14

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • უშედეგო გამოდგა ცეცხლის შეწყვეტის მცდელობა. მხარეები განაგრძობდნენ საბრძოლო მოქმედებებს;
  • ქ. ალეპოს დასავლეთით ჩამოაგდეს ასადის რეჟიმის კუთვნილი ვერტმფრენი. დაზიანების შემდეგ ვერტმფრენი ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა და სრულად დაიწვა. მისი ეკიპაჟის ყველა წევრი ადგილზევე დაიღუპა;
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს შეხვედრა გამართა, სადაც განხილვის მთავარი თემა იდლიბის პროვინციაში განვითარებული მოვლენები იყო;
  • ასადის რეჟიმის ძალებმა შეძლეს დამატებითი დასახლებული პუნქტების დაკავება ქ. ალეპოს სამხრეთ-დასავლეთით;
  • დამატებითი თურქული ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა შევიდა იდლიბის პროვინციაში. თურქეთმა კიდევ ერთი ბლოკ-პოსტი მოაწყო იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში;
  • რუსული სამხედრო ავიაცია განაგრძობდა ოპოზიციის ნაწილების დაბომბვას იდლიბის პროვინციის სხვადასხვა წერტილებში;
  • ჩრდილოეთ სირიაში დაწყებული სამხედრო ესკალაციის შედეგად 800 000-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა;

ინფორმაცია სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ყოველდღიურად ახლდება. გასული დღეების ცნობები შეგიძლიათ იხლოთ დაბლა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.