X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 17 თებერვალი

2020 / 02 / 17

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • მოსკოვში დაიწყო მოლაპარაკებები რუს და თურქ სამხედროებს შორის. შეხვედრის ძირითადი მიზანი იდლიბის პროვინციაში დეესკალაციის გზების მოძებნაა. მანამდე მიუნხენში შედგა რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა;
  • სირიის ოპოზიციის მცდელობა შეეჩერებინათ ასადის რეჟიმის შეტევა უშედეგო აღმოჩნდა. სირიის სამთავრობო დაიკავეს დამატებითი ტერიტორიები ქ. ალეპოს დასავლეთით. შედეგად, კიდევ ორი თურქული სამხედრო სადამკვირვებლო მისია მოექცა ალყაში. ასადის რეჟიმი უახლოეს ხანში ალეპოს აეროპორტის ფრენებისთვის გახსნასაც გეგმავს;
  • თურქეთი განაგრძობდა დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლას რეგიონში. ზოგიერთი მონაცემებით, ამ მომენტისთვის იდლიბის პროვინციაში უკვე იმყოფება 30 000-ზე მეტი თურქი სამხედრო იმყოფება;
  • თურქული არტილერია განაგრძობდა ასადის რეჟიმისა და პროქურთული YPG-ს („ხალხთა დაცვის ნაწილები“) დაბომბვას ქ. ალეპოს დასავლეთითა და ჩრდილოეთით;
  • რუსული სამხედრო ავიაცია განაგრძობდა ოპოზიციის ნაწილების დაბომბვას. ზოგიერთი მონაცემებით, დაიბომბა ლტოლვილთა ნაკადიც;
  • სირიელი ლტოლვილების ახალი ტალღები დაიძრა თურქეთის მიმართულებით, რომლებიც ლტოლვილთა ახალ დასახლებებს ქმნიან სირია-თურქეთის საზღვრის სიახლოვეს.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.