X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 19 თებერვალი

2020 / 02 / 19

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბოლო გაფრთხილებებს აძლევს ასადის რეჟიმს და რომ უკვე ნებისმიერ დროს შესაძლებელია სამხედრო ოპერაციის დაწყება იდლიბის პროვინციაში;
  • იდლიბში მყოფი პროთურქული ოპერაციის სამხედრო შენაერთები მოყვანილ იქნა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში;
  • თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის ჩაკეტა საკუთარი საჰაერო სივრცე;
  • ანკარამ სირიის საზღვრისპირა ზონის გარკვეული მონაკვეთები ჩაკეტილ სამხედრო რაიონებად გამოაცხადა, სადაც შეიზღუდა მოქალაქეთა გადაადგილება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ამ რაიონებში თავმოყრილია დიდი რაოდენობით თურქული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება შევიდნენ იდლიბის პროვინციაში;
  • თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა აქარმა განაცხადა, რომ ანკარა არ აპირებს მოწინააღმდეგის ზურგში მოქცეული თურქული სადამკვირვებლო მისიების (სამხედრო ბაზების) გამოყვანას;
  • რუსეთის სამხედრო ავიაცია კიდევ უფრო გააქტიურდა იდლიბის პროვინციაში, სადაც ისინი ბომბავენ ოპოზიციის ნაწილებს;
  • რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა პესკოვმა თურქეთის მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის თაობაზე განაცხადა, რომ ეს იქნება მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი შესაძლო ვარიანტი;
  • სამხედრო ესკალაციის მოლოდინში თურქული ლირა განაგრძობდა დევალვაციას. 1 აშშ დოლარის კურსი 6,08 თურქული ლირა გახდა;
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.