X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 24 თებერვალი

2020 / 02 / 24

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • The Syrian Observatory-ის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ავიაციამ დაბომბა თურქეთის სამხედრო ნაწილი იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, რასაც თურქ სამხედროებში მსხვერპლი მოჰყვა. დაბომბვის შედეგად დაიწვა იქ განლაგებული თურქული სამხედრო ტექნიკაც (სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია);
  • ასადის რეჟიმის ძალებმა ჩატარებული სახმელეთო ოპერაციის შედეგად დაიკავეს 11 დასახლებული პუნქტი იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში. ოპოზიციის ნაწილები შეეცადნენ ასადის რეჟიმის ძალების წინსვლის შეჩერებას, მაგრამ უშედეგოდ;
  • რუსული სამხედრო ავიაცია განაგრძობდა იდლიბის პროვინციაში გამაგრებული ოპოზიციის ნაწილების დაბომბვას. რუსულ დაბომბვებს შეეწირა მინიმუმ 5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე;
  • თურქეთმა იდლიბის პროვინციაში კიდევ ერთი სამხედრო კოლონა შეიყვანა. თუმცა, ამჯერად მათ ცეცხლი არ გაუხსნიათ ასადის რეჟიმის ძალებისთვის;
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი და თურქეთი ემზადებიან სირიის საკითხებზე სამშვიდობო მოლაპარაკებების გასამართად;
  • სირიაში მიმდინარე სამხედრო ესკალაციის ფონზე თურქული ლირა განაგრძობდა დევალვაციას. 1 აშშ დოლარის ფასი 6,15 თურქული ლირა გახდა;

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.