X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 1 მარტი

2020 / 03 / 01

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • ანკარის მიერ ასადის რეჟიმისადმი წაყენებული ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ თურქეთმა მკვეთრად გაააქტიურა სამხედროს სახის ქმედებები იდლიბის პროვიცნიაში. ანკარამ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციის „გაზაფხულის ფარი“ უწოდა;
  • თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იდლიბის თავზე ჩამოაგდეს სირიის სამთავრობო ძალების კუთვნილი 2 ერთეული SU-24, ასევე გაანადგურეს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ეს თვითმფრინავები ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩამოვარდა. პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს;
  • ასადის რეჟიმის ძალებმა იდლიბის თავზე ჩამოაგდეს თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი;
  • პროთურქული ოპოზიცია აგრძელებდა სახმელეთო შეტევებს იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, სადაც მათ დაიკავეს დამატებითი ტერიტორიები. ასევე მძიმე ბრძოლები წარმოებდა ქ. სარაქიბის მიდამოებში;
  • თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა დაბომბეს ალეპოს სამხედრო აეროდრომი;
  • თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, თურქეთიდან ევროპის მიმართულებით 76 ათასზე მეტი ლტოლვილი დაიძრა. ბერძენმა სამართალდამცავებმა მათ ქვეყანაში შესვლის საშუალება არ მისცეს;
  • თურქეთში დააკავეს „Sputnik Türkiye“-ს მთავარი რედაქტორი და მისი თანამშრომლები, მას შემდეგ, რაც ამ გამოცემამ თურქეთის საწინააღმდეგო ინფორმაცია გაავრცელა.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.