X

სიახლეები

საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921

2021 / 05 / 17

„საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921“, რონდელის ფონდის (GFSIS) პროექტია, რომელიც 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პრესის მიხედვით.

კალენდრის მომზადების დროს, წყაროებად გამოყნებულია: „საქართველო“; „სახალხო საქმე“; „ერთობა“; „თეატრი და ცხოვრება“; „საქართველოს რესპუბლიკა“; „ხმა ქართველი ქალისა“; „ეშმაკის მათრახი“; „ბათომის ცხოვრება“ და კიდევ სხვა არაერთი გამოცემა.

დღეიდან, ყოველდღიურად, გამოქვეყნდება თითო მნიშვნელოვანი ამბავი (ქართულად facebook-ზე და ინგლისურად - twitter-ზე) რაც დაინეტერესებულ საზოგაოდებას საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს 1918-1921 წლების  დამოუკიდებელი საქართველოს ქრონიკას - მათ შორის ყველა იმ საკითხს, რაც 1918-1921 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის წარმატების, წუხილის, თუ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

გთავაზობთ ამონარიდს 1918 წლის 17 მაისს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებული სტატიიდან. თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს ყოველდღიური სიახლეებისთვის.

No description available.
1918 წლის 17 მაისს გაზეთმა „საქართველომ“ იმავე წლის 14 მაისს  საქართველოს ეროვნულ საბჭოში გამართულ სხდომაზე გამომსვლელთა სიტყვები გამოაქვეყნა, რომელთა შორის  ეროვნული დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები სჭარბობდნენ. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ მაჩაბელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, არტილერიის გენერალ-მაიორი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი და ეკონომისტი და პოლიტიკოსი შალვა ქარუმიძე. 

ეროვნული საბჭოს სხდომაზე დიდი დრო დაეთმო არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას და ქვეყნის მომავალ მოწყობას. რა გზა უნდა აერჩია საქართველოს - ფედერაცია, კონფედერაცია თუ დამოუკიდებლობის გამოცხადება. მაჩაბელი, აფხაზი და ქარუმიძე საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. 

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ასევე ჟურნალისტი, პუბლიცისტი და პოლიტიკოსი  გრიგოლ ვეშაპელი, ვინც იმხანად გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორობდა. ვეშაპელმა მწვავედ გააკრიტიკა სოციალ-დემოკრატები და საქართველოში რუსული პოლიტიკის დასრულებაზე ისაუბრა. გრიგოლ ვეშაპელის მიერ წარმოთქმული სიტყვა ნათლად გამოხატავს მის დამოკიდებულებას იმ დროინდელი რუსეთის მიმარ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.