X

სიახლეები

საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921

2021 / 05 / 20

„საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921“, რონდელის ფონდის (GFSIS) პროექტია, რომელიც 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პრესის მიხედვით.

კალენდრის მომზადების დროს, წყაროებად გამოყნებულია: „საქართველო“; „სახალხო საქმე“; „ერთობა“; „თეატრი და ცხოვრება“; „საქართველოს რესპუბლიკა“; „ხმა ქართველი ქალისა“; „ეშმაკის მათრახი“; „ბათომის ცხოვრება“ და კიდევ სხვა არაერთი გამოცემა.

დღეიდან, ყოველდღიურად, გამოქვეყნდება თითო მნიშვნელოვანი ამბავი (ქართულად facebook-ზე და ინგლისურად - twitter-ზე) რაც დაინეტერესებულ საზოგაოდებას საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს 1918-1921 წლების  დამოუკიდებელი საქართველოს ქრონიკას - მათ შორის ყველა იმ საკითხს, რაც 1918-1921 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის წარმატების, წუხილის, თუ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

გთავაზობთ ამონარიდს 1918 წლის 19 მაისს გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებული სტატიიდან. თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს ყოველდღიური სიახლეებისთვის.

No description available.

სოხუმის მიმართულებით ქართველების წინსვლა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. ვალიკო ჯუღელის და იმ დროისათვის ჯერ კიდევ პოლკოვნიკ ალექსანდრე კონიაშვილის რაზმი ბოლშევიკებს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. სოხუმი უკვე აღებული, ბოლშევიკების ნაწილი კი დატყვევებული იყო. როგორც სოხუმიდან იტყობინებოდნენ, ბოლშევიკები ერთდროულად გარბოდნენ, როგორც ზღვით, ისე ხმელეთით. ქართველებს მოეხერხებინათ და ხელში ჩაეგდოთ ბოლშევიკების გემი #107, სადაც, დატყვევებული მებრძოლების და იარაღის გვერდით, 10,000 ფუთი ქერი აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, სოხუმის მიმართულებით მოპოვებული წარმატების გვერდით, რთული მდგომარეობა იყო ახალციხისა და ბათუმის მხარეებში. შესაბამისად, 1918 წლის მაისის შუა რიცხვების ქართული პრესის მთავარ თემათა შორის, სოხუმში მოპოვებული გამარჯვებასთან ერთად, ბათუმსა და ახალციხის ფრონტზე არსებული რთული მდგომარეობა რჩებოდა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.