X

სიახლეები

საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921

2021 / 05 / 24

"საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921“, რონდელის ფონდის (GFSIS) პროექტია, რომელიც 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პრესის მიხედვით.

კალენდრის მომზადების დროს, წყაროებად გამოყნებულია: „საქართველო“; „სახალხო საქმე“; „ერთობა“; „თეატრი და ცხოვრება“; „საქართველოს რესპუბლიკა“; „ხმა ქართველი ქალისა“; „ეშმაკის მათრახი“; „ბათომის ცხოვრება“ და კიდევ სხვა არაერთი გამოცემა.

დღეიდან, ყოველდღიურად, გამოქვეყნდება თითო მნიშვნელოვანი ამბავი (ქართულად facebook-ზე და ინგლისურად - twitter-ზე) რაც დაინეტერესებულ საზოგაოდებას საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს 1918-1921 წლების  დამოუკიდებელი საქართველოს ქრონიკას - მათ შორის ყველა იმ საკითხს, რაც 1918-1921 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის წარმატების, წუხილის, თუ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

გთავაზობთ ამონარიდს 1918 წლის 24 მაისს გაზეთ „საქართველო“ გამოქვეყნებული სტატიიდან. თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს ყოველდღიური სიახლეებისთვის.

No description available.

ქართული ჟურნალ-გაზეთებიდან ძნელია სხვა მეორე გამოცემის გახსენება, რომელიც 1918 წლის მაისის თვეში ისე ღიად და დაჟინებით წერდა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობაზე, როგორც ამას გაზეთი „საქართველო“ აკეთებდა. დამოუკიდებლობის გამოცხადება ერთადერთ საშუალებად მიიჩნეოდა ქვეყნის გადარჩენის გზაზე. საჭირო იყო, რომ საქართველო გამომშვიდობებოდა ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად ცხოვრებას და როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს, თავისი გზით ევლო.

დამოუკიდებლობის გამოცხადების, როგორც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების შესახებ „საქართველო“ 1918 წლის 24 მაისს გაზეთის პირველივე გვერდზე, არცთუ ვრცელ სტატიაში, სახელწოდებით „უკანასკნელი საშუალება“, წერდა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მხოლოდ 25 მაისი რჩებოდა

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.