X

სიახლეები

საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921

2021 / 05 / 21

"საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921“, რონდელის ფონდის (GFSIS) პროექტია, რომელიც 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პრესის მიხედვით.

კალენდრის მომზადების დროს, წყაროებად გამოყნებულია: „საქართველო“; „სახალხო საქმე“; „ერთობა“; „თეატრი და ცხოვრება“; „საქართველოს რესპუბლიკა“; „ხმა ქართველი ქალისა“; „ეშმაკის მათრახი“; „ბათომის ცხოვრება“ და კიდევ სხვა არაერთი გამოცემა.

დღეიდან, ყოველდღიურად, გამოქვეყნდება თითო მნიშვნელოვანი ამბავი (ქართულად facebook-ზე და ინგლისურად - twitter-ზე) რაც დაინეტერესებულ საზოგაოდებას საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს 1918-1921 წლების  დამოუკიდებელი საქართველოს ქრონიკას - მათ შორის ყველა იმ საკითხს, რაც 1918-1921 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის წარმატების, წუხილის, თუ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

გთავაზობთ ამონარიდს 1918 წლის 24 მაისს გაზეთ „სახალხო საქმე“ გამოქვეყნებული სტატიიდან. თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს ყოველდღიური სიახლეებისთვის.

No description available.

ესაა ამონარიდი წერილიდან, რომელიც 1918 წლის 21 მაისს, გაზეთ „საქართველოს“ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი, პროფესიით იურისტი, რაფიელ ივანიცკია. რაფიელი ზაქათალის ოლქის სოფელ კახში იყო დაბადებული და ხშირად სტატიებზე ნამდვილი სახელისა და გვარის ნაცვლად, ფსევდონიმს – „რ. ინგილო“ უთითებდა. ასე იყო ამ სტატიის  „რუსეთი იღვიძებს“ შემთხვევაშიც, სადაც ავტორი ვრცლად საუბრობდა რუსეთში სოციალისტური რევოლუციის უტოპიაზე. ექსპერიმენტებზე, რომელსაც მაშინდელ რუსეთში მიმართავდნენ და რამაც ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანა.

ამ ფონზე რუსეთი ცალი თვალით მაინც მის გარშემო დარჩენილ თუ ახლად გაჩენილი სახელმწიფოებისკენ იყურებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გააქრობდა მათ პოლიტიკური რუკიდან. ჩამონათვალში კავკასიის მიმართულება ერთ-ერთი პირველი უნდა ყოფილიყო. მართალია, რუსეთში აქა-იქ დაწყებულ იმედის მომცემ მოძრაობას საქართველოდან ინტერესით აკვირდებოდნენ, მაგრამ არც ის ავიწყდებოდათ, რომ მტრად მოსულ რუსეთს მეგობრობისთვის გაწვდილი ხელით არავინ დახვდებოდა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.