X

სიახლეები

საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921

2021 / 05 / 22

საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921“, რონდელის ფონდის (GFSIS) პროექტია, რომელიც 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პრესის მიხედვით.

კალენდრის მომზადების დროს, წყაროებად გამოყნებულია: „საქართველო“; „სახალხო საქმე“; „ერთობა“; „თეატრი და ცხოვრება“; „საქართველოს რესპუბლიკა“; „ხმა ქართველი ქალისა“; „ეშმაკის მათრახი“; „ბათომის ცხოვრება“ და კიდევ სხვა არაერთი გამოცემა.

დღეიდან, ყოველდღიურად, გამოქვეყნდება თითო მნიშვნელოვანი ამბავი (ქართულად facebook-ზე და ინგლისურად - twitter-ზე) რაც დაინეტერესებულ საზოგაოდებას საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს 1918-1921 წლების  დამოუკიდებელი საქართველოს ქრონიკას - მათ შორის ყველა იმ საკითხს, რაც 1918-1921 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის წარმატების, წუხილის, თუ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

გთავაზობთ ამონარიდს 1918 წლის 24 მაისს გაზეთ „ერთობა“ გამოქვეყნებული სტატიიდან. თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს ყოველდღიური სიახლეებისთვის.

No description available.

1918 წლის 22 მაისს გაზეთ „ერთობის“ გამხსნელი სტატია ბოლშევიკური რუსეთს და იქ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა, რაც საქართველოშიც ფიქრის საგანი გამხდარიყო. სტატიის სათაურიც შესაბამისი იყო – „ბალშევიკური რუსეთიდან მომავალი საფრთხე“. სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში მწვავედ იყო გაკრიტიკებული ის გზა, რომელიც ლენინს და მის მხარდამჭერებს ჰქონდათ არჩეული. ყველაზე დიდი შეშფოთების მიზეზი ბოლშევიკური რუსეთის მხრიდან საქართველოს და მთლიანად კავკასიის ქვეყნების მოსალოდნელი დამოუკიდებლობის მიუღებლობა იყო. ადრე თუ გვიან ბალშევიკები (როგორც იმ დროს მათ მოიხსენიებდნენ) კავკასიისკენ გაიწევდნენ. ამ ფონზე ნათელი იყო, რომ რუსეთს დიდად არც ერთა თვითგამორკვევის საკითხი და არც სოციალისტური იდეების ერთგულება არ ადარდებდა.

მიუხედავად ბოლშევიკური ზრახვებისა, საქართველო სულ მალე დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა და მის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანი და სომხეთიც მიბაძავდა. კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობას წინ ბევრი საფრთხე და განსაცდელი ელოდა, რომელთა შორის ბოლშევიკური რუსეთი ყველასა და ყველაფერზე წინ იდგა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.