X

სხვა

რონდელის ფონდის უფროსს მკვლევარს ვლადიმერ პაპავას მეცნიერთა აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების გამოჩენილი წევრობის სერთიფიკატი გადაეცა

2021 / 08 / 04

2021 წლის 23 ივლისს რონდელის ფონდის უფროსს მკვლევარს ვლადიმერ პაპავას მეცნიერთა აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების გამოჩენილი წევრობის სერთიფიკატი გადაეცა. ორგანიზაციის გამოჩენილი წევრობა ენიჭებათ გამორჩეულ პიროვნებებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აკადემიურ, კვლევით თუ სოციალურ სფეროში.

მეცნიერთა აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, ის სამეცნიერო ჟურნალების გამომცემელია. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მკვლევრებს განვითარდნენ ყველა აკადემიურ თუ სამეცნიერო სფეროში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.