X

სხვა

საზაფხულო სკოლა "ჩემი სამყარო"

2018 / 08 / 05

2018 წლის 5-12 აგვისტოს რონდელის ფონდი საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან თანამშრომლობით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით მართავს საზაფხულო ბანაკს უფროსკლასელთათვის „ჩემი სამყარო“. საზაფხულო ბანაკში მონაწილეობენ  რონდელის ფონდში მიმდინარე პროექტ „ჩემი სამყაროს“ ფარგლებში 2018 წლის ვიქტორინის საუკეთესო შედეგების მქონე სკოლის 30 მოსწავლე, წეროვანიდან, ზუგდიდიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებიდან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზოტიდან.

პროექტი „ჩემი სამყარო“ რონდელის ფონდში ხორციელდება 2013 წლიდან და მიზნად ისახავს სკოლის უფროსკლასელთა შორის კითხვის წახალისებას და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის შექმნას. პროექტის ფარგლებში გამოიცემა კვარტალური ჟურნალი „ჩემი სამყარო“, რომელიც წარმოადგენს  საგანგებოდ ამ ჟურნალისთვის სხვადასხვა საკითხზე დაწერილ სტატიებისა და კროსვორდის კრებულს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა-ლექციებს სკოლის მოსწავლეებთან და ყოველწლიურ ვიქტორინას.  ვიქტორინა იმართება ჟურნალის საფუძველზე და მასში  გამარჯვებული, საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები ჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით. პროექტს აფინანსებს საქართველოში აშშ-ის საელჩო.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.