X

პრეზენტაციები

პრეზენტაცია ”ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი“

2015 / 10 / 07

2016 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ნატოს საერთაშორისო სამსახურის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის  განყოფილების წარმომადგენელს,  ბატონ კრისტიან მესაროშს.  მან წარმოადგინა  საჯარო პრეზენტაცია თემაზე ”ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი“. 

შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების, მედიისა  და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.  შეხვედრის ბოლოს  გაიმართა დისკუსია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საქართველოს ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებისა და გამოწვევების საკითხებზე. 

ღონისძიება გაიმართა საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოს ატლანტიკურ საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.