X

პრეზენტაციები

კვლევის „უმუშევრობის სტრუქტურა და სტრუქტურული უმუშევრობა საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია

2016 / 11 / 30

2016 წლის 30 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა კვლევის "უმუშევრობის სტრუქტურა და სტრუქტურული უმუშევრობა საქართველოში“ საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე შესავალი სიტყვით გამოვიდა პროექტის კოორდინატორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ კაკულია. აუდიტორიას კვლევის საბოლოო ანგარიში წარუდგინა პროექტის წამყვანმა მკვლევარმა ნოდარ კაპანაძემ და ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უმუშევრობის სტატისტიკური აღრიცხვა საქართველოში, კვლევის ამოცანა, მიზნები, წყაროები და მეთოდოლოგია. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია აუდიტორიასა და მომხსენებლებს შორის პრეზენტაციის მსვლელობისას განხილული საკითხების შესახებ.

კვლევის საბოლოო ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.